გადადი მთავარ შიგთავსზე

ლენდინგ გვერდები,
რომლებიც შედეგს იძლევა

ვქმნით გვერდებს, სადაც თითოეული სექცია ერთ კონკრეტულ კითხვას პასუხობს და ყველაფერი ერთი ქმედებისკენ მიდის.

ლენდინგ გვერდი ჩვეულებრივ 1–2 კვირაში მზადდება. ზუსტ ვადასა და ფასს მოკლე საუბრის შემდეგ გეტყვით.

ლენდინგ გვერდი ჩვენი მთავარი საქმეა

დანარჩენი ოთხი მიმართულება იმისთვის არსებობს, რომ ლენდინგ გვერდი უფრო ძლიერი გამოვიდეს: ბრენდიდან დაწყებული პროდუქტის ინტერფეისით დამთავრებული.

UI/UX დიზაინიინტერფეისი, რომელიც არ საჭიროებს ახსნას.დაწვრილებით
ბრენდინგივიზუალური იდენტობა, რომელიც ციფრულ გარემოში მუშაობს.დაწვრილებით

პროექტები

ჩვენს პორტფოლიოში მხოლოდ რეალური, გაშვებული პროექტები მოხვდება - მოგონილი ქეისებით ან უცხო ნამუშევრებით ადგილს არ შევავსებთ.

პირველი პროექტი

კლიენტების სია ჯერ ცარიელია

Pixely ახალი სტუდიაა. პირველ პროექტს განსაკუთრებული ყურადღება და დრო ექნება - და სწორედ ის იქნება პირველი, რასაც აქ გამოვაქვეყნებთ.

დრო თითოეულ პროექტზე

ვქმნით ლენდინგ გვერდებ და ციფრულ პროდუქტებს ქართული ბიზნესისთვის.

თითოეულ პროექტს იმდენ დროს ვუთმობთ, რამდენიც სჭირდება.

ვმუშაობთ თანამედროვე ინსტრუმენტებით (Next.js, Taiwlindcss, კომპონენტების სისტემები და სხვა) და ვწერთ კოდს, რომელსაც სხვა დეველოპერიც ადვილად წაიკითხავს. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს გაგრძელება ნებისმიერს შეეძლება.

  • ერთ პროექტზე ერთი ფოკუსიერთდროულად რამდენიმე დავალებას არ ვიღებთ.
  • ფასი წინასწარ იცითსამუშაოს დაწყებამდე იცით, რა ჯდება და რა შედის.
  • ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ ვიზრუნებთთქვენ არ გჭირდებათ ტექნიკური დეტალების ცოდნა - დომენი, ჰოსტინგი და ყველა საჭირო გამართვა ჩვენზე იქნება. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სრული წვდომები და მართვა საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

სტანდარტები, რომელთა გადამოწმებაც შეგიძლიათ

ეს არის პირობები, რომლებსაც ყოველ პროექტში ვიცავთ. ჩაბარებისას თითოეული მათგანის შემოწმება შეგიძლიათ.

  • სწრაფი საიტი პირობის ნაწილია

    სისწრაფეზე ჯერ კიდევ დიზაინის ეტაპზე ვფიქრობთ: რამდენს იწონის სურათი, რამდენი შრიფტი გვჭირდება, რომელი სკრიპტი ზედმეტია. გაშვებამდე ვზომავთ და გაზომვის შედეგს გიჩვენებთ.

    Core Web Vitals · მწვანე ზონა

  • ხელმისაწვდომობა ყველა პროექტში

    სემანტიკური კოდი, კლავიატურით ნავიგაცია, საკმარისი კონტრასტი და ეკრანის წამკითხველთან თავსებადობა ბაზისურ სამუშაოში შედის. ცალკე არ ფასდება.

    WCAG 2.2 AA

  • მობილურიდან დაწყებული

    ვიწყებთ პატარა ეკრანით, რადგან ვიზიტორების უმეტესობა სწორედ იქიდან შემოდის, და შემდეგ ვზრდით დესკტოპამდე.

    360px – 2560px

  • სრული კონტროლი თქვენთან რჩება

    დომენზე, ჰოსტინგზე, განახლებებსა და გამართვაზე ჩვენ ვზრუნავთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სრული მართვა გადაიბაროთ.

    100% კონტროლი

  • ვადა, რომელსაც ვიცავთ

    ვადას მაშინ ვასახელებთ, როცა სამუშაოს მოცულობა უკვე ნათელია. თუ რამე გვიანდება, ამას დაპირებულ თარიღამდე შეიტყობთ.

    გაფრთხილება წინასწარ

  • ხარისხი დეტალებშია

    ვქმნით სტრუქტურირებულ, მარტივად გასაგებ და მომავალში გასაფართოებელ ვებსაიტებს, რათა თქვენი პროექტი მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს არ მოერგოს.

    სუფთა კოდი · მასშტაბირებადი

ფასი, ვადა და ის, რაც ჩვეულებრივ წვრილი შრიფტით წერია

თუ თქვენი კითხვა აქ არ არის, მოგვწერეთ.

  • რა ღირს ლენდინგ გვერდი?

    ფიქსირებულ ფასს განზრახ არ ვწერთ, რადგან რეალურ პროექტს ის იშვიათად ერგება. ღირებულებას რამოდენიმე რამ განსაზღვრავს: სექციების რაოდენობა, სირთულე, ტექსტი და ფოტო მზად გაქვთ თუ არა, საჭიროა თუ არა ინტეგრაციები, როგორიცაა CRM ან ჯავშანი. მოკლე საუბრის შემდეგ კონკრეტულ ციფრს მიიღებთ.

  • რამდენი დრო სჭირდება?

    ლენდინგ გვერდი ჩვეულებრივ 1–2 კვირა, ვადა ყველაზე ხშირად კონტენტზე იჭიმება: თუ ტექსტი და ფოტო მზად გაქვთ, პროცესი შესამჩნევად სწრაფდება. ზუსტ ვადას გარკვევის ეტაპის შემდეგ ვასახელებთ.

  • რა შედის ფასში?

    სტრატეგია, სტრუქტურა, ტექსტის კარკასი, უნიკალური დიზაინი ყველა ეკრანის ზომისთვის, დეველოპმენტი, ფორმები, SEO საფუძველი და გაშვება.

  • არსებული საიტი მაქვს. შესაძლებელია განახლება?

    შესაძლებელია. ვიწყებთ იმის შეფასებით, რა მუშაობს არსებულ საიტზე და რა არა. ზოგჯერ ერთი გვერდის გადაკეთება უფრო მეტს იძლევა, ვიდრე ყველაფრის ხელახლა შექმნა; თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ამას გეტყვით.

დაიწყეთ აქედან

დავიწყოთ თქვენი პროექტი?

მოგვიყევით, რას აპირებთ. მოკლე აღწერაც საკმარისია: პასუხად მიიღებთ ჩვენს ხედვას, სავარაუდო ვადასა და ღირებულების დიაპაზონს.