1. ზოგადი ინფორმაცია
ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს Pixely ვებსაიტის (pixely.ge) ვიზიტორების პერსონალურ მონაცემებს.
საიტის გამოყენებით ან საკონტაქტო ფორმის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკაში აღწერილ პირობებს.
2. რა მონაცემები გროვდება
საკონტაქტო ფორმის შევსებისას:
- სახელი
- ტელეფონის ნომერი
- ბიზნესის სახელი ან სფერო
- შეტყობინების ტექსტი
ასევე შესაძლოა გროვდებოდეს ანონიმური ტექნიკური ინფორმაცია (მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერი, ნანახი გვერდები) საიტის გაუმჯობესების მიზნით.
3. როგორ გამოიყენება
მონაცემები გამოიყენება მხოლოდ:
- თქვენს მოთხოვნაზე საპასუხოდ;
- შეთავაზების მოსამზადებლად;
- საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
პერსონალური მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე მხარეს მარკეტინგული მიზნებისთვის.
4. შენახვის ვადა
საკონტაქტო ფორმით მიღებული მონაცემები ინახება სანამ თანამშრომლობა გრძელდება. ამის შემდეგ ისინი იშლება.
5. მესამე მხარეები
საიტის მუშაობისთვის გამოიყენება სანდო სერვისები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ წვდომა ტექნიკურ მონაცემებზე:
- Vercel
- Google Analytics
- Meta Pixel
- Resend
6. ქუქი-ფაილები
ანალიტიკისთვის საიტი იყენებს Google Analytics-ისა და Meta Pixel-ის ქუქი-ფაილებს, მაგრამ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საიტის ქვედა ნაწილში, ბმულით „ქუქი-ფაილების პარამეტრები“.
7. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია, რა მონაცემები ინახება თქვენ შესახებ;
- მოითხოვოთ მონაცემების შესწორება;
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა.
მოთხოვნისთვის დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე.
8. კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
Pixelypixelyge@gmail.com568607717